მესი: ,,ბრაზილიაში ბრაზილიის წინააღმდეგ, უკეთესი მომენტი არ არსებობს''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ბევრი წლის განმავლობაში ამ ტიტულის მოგებასთან ახლოს ვიყავით და ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ეს მოხდებოდა. კოპა ამერიკის მოგება ბრაზილიაში ბრაზილიის ნაკრების დამარცხებით შევძელით. ბედნიერებას, რომელსაც ახლა ვგრძნობ წარმოუდგენელი და ყოვლისმომცველია, რადგან აქამდე წაგებისა და იმედგაცრუების მოთმენა მომიწია. უკეთესი მომენტი არ არსებობს. ამ გუნდმა მოგება ნამდვილად დაიმსახურა. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ,'' - მესის სიტყვებს Ole ციტირებს.კოპა ამერიკის ფინალურ შეხვედრაში არგენტინამ ბრაზილია ანხელ დი მარიას გოლით 1:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო. ამ მხრივ ,,ალბისელესტე'' ურუგვაის ნაკრებს გაუთანაბრდა.