გოსენსი: ,,ამჯერად რონალდუსთვის მაისური არ მითხოვია''
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,არც კი ვიცი, რითი დავიწყო. ცხადია, ეს ჩემთვის დაუვიწყარი საღამოა. ჩვენ მოვუგეთ ძალიან ძლიერ გუნდს, მე კი ამ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემაც მივითვალე. ბედნიერი და ამაყი ვარ. ვიცოდით, რომ მოგება აუცილებელი იყო, რადგან პორტუგალიასთან წაგება ფლეიოფში გასვლის ძალიან მცირე შანსებს დაგვიტოვებდა. რაც შეეხება რონალდუს, ამჯერად მისთვის მაისური არ მითხოვია, რადგან მინდოდა მოგებითა და მშვენიერი საღამოთი დავმტკბარიყავი,'' - განაცხადა გოსენსმა.ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში გერმანიამ პორტუგალიას 4:2 მოუგო, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რობინ გოსენსი დასახელდა.