Belive

ევრო 2020-ის ფავორიტები სუპერკომპიუტერის ვერსიით

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სუპერკომპიუტერის ვერსიით, ევრო 2020-ის მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებია. OptaJoe-ს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, დიდიე დეშამის გუნდს 20.5%-ით ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს. მეორე ადგილს 15.7%-ით ბელგიის ნაკრები იკავებს, მესამე პოზიციაზე კი ფავორიტებს შორის ესპანეთია (11.3%). საინტერესოა, რომ სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, ევრო2020-ზე ჩემპიონობის ინგლისზე (5.2%) უკეთესი შანსი დანიას აქვს (5.4%). სტატისტიკის მიხედვით ტურნირის მთავარი აუტსაიდერები ჩრდილოეთ მაკედონია, სლოვაკეთი, შოტლანდია, უნგრეთი და ფინეთი არიან. ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს იტალიის და თურქეთის შეხვედრით გაიხსნება, ფინალური მატჩი კი 11 ივლისს გაიმართება.



 

სხვა სტატიები