Belive

ჰავერცი: ,,ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში კანტესთან დაპირისპირება არც ისე სასიამოვნოა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ,,ჩელსის'' ნახევარმცველმა, კაი ჰავერცმა, ნ'გოლო კანტეზე ისაუბრა:
,,როცა კანტეს ხედავთ, შეუძლებელია, არ გაგეღიმოთ. ის დიდებული ადამიანი და შესანიშნავი ფეხბურთელია. როგორც შემტევ ფეხბურთელს, ყოველთვის მიხარია, როცა ნ'გოლო მოედანზეა. შეგიძლია, ბევრი შეცდომა დაუშვა, რადგან ის ბურთს ყოველთვის დაიბრუნებს. კანტე სწრაფია, მოქნილია და ყოველთვის სწორ ადგილას ხვდება. სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში მასთან დაპირისპირება არც ისე სასიამოვნოა,'' - ჰავერცის სიტყვებს Goal-ი ციტირებს.
გერმანიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში საფრანგეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ერთად იასპარეზებს. იოახიმ ლიოვის გუნდი პირველ შეხვედრას 15 ივნისს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები