უეფამ, შესაძლოა, ევროტურნირებიდან მოხსნას გრანდები, რომლებიც სუპერლიგის შექმნას აპირებენ
უეფა აღშფოთებულია 12 დიდი გუნდის გადაწყვეტილებით, რომლებიც ახალი ტურნირის, ევროპის სუპერლიგის შექმნას აპირებენ. ამ კლუბებს შორის მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, არსენალი, ჩელსი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, იუვენტუსი, ინტერი და მილანი არიან. უეფამ განაცხადა, რომ პროექტის შესაჩერებლად მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ორგანიზაცია ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდების 36-მდე გაზრდას აპირებს, რის შესახებაც ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებს. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებთან ერთად, გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ახალ სუპერლიგაში თამაშის შემთხვევაში, ფეხბურთელებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა აეკრძალებათ.
Official statement from UEFA about Super League: “The clubs concerned will be banned from playing in any other domestic competition, European or International level, and the players could be denied the opportunity to represent their national teams”. 🔴🇪🇺 #SuperLeague #Uefa — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 18, 2021
ინგლისის პრემიერლიგა გმობს ახალ წინადადებას, რადგან პროექტი ფეხბურთში არსებულ კონკურენციასა და სპორტულ პრინციპებს საფრთხეს უქმნის. ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი ტურნირი გაანადგურებს გულშემატკივრების ოცნებას - მათმა გუნდმა საუკეთესოების წინააღმდეგ ითამაშოს. ცნობილია, ის კლუბებიც, რომლებიც ახალი სუპერლიგის შექმნის იდეას არ იზიარებენ. მათ შორის მიუნხენის ,,ბაიერნი'', დორტმუნდის ,,ბორუსია'' და ,,პარი სენ ჟერმენი'' არიან.
Super League has a problem: PSG & Bayern don’t want in (not today at least). PSG been approached but for now, feel loyalty to domestic league, to UEFA + concerned what it means for clubs outside elite. Source: “European football is not only for super-rich” https://t.co/QU47UJsFGL — Adam Crafton (@AdamCrafton_) April 18, 2021
2018 წელს Football Leaks-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც წამყვანი ევროპული კლუბები ახალი 20-გუნდიანი ტურნირის შექმნას აპირებენ. როგორც ირკვევა, ტურნირს ევროპის სუპერლიგა ერქმევა, მასში მონაწილეობას ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გრანდები მიიღებენ და იგი სრულად ჩაანაცვლებს ჩემპიონთა ლიგას. ასევე, იგეგმება ევროპის სუპერლიგის მეორე დივიზიონის შექმნაც, სადაც წარმატების მიღწევის შემდეგ, კლუბები უმაღლეს დივიზიონში გადავლენ.