Belive

ვილი სანიოლი: "ეროვნული ლიგა ნაკრებში მოსახვედრად პრობლემას არ წარმოადგენს"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საქართველოში პირველი პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს საჯაროდ პირველად უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მან სანაკრებო სიაში შეიყვანა. "რა თქმა უნდა, მას მერე, რაც საქართველოში ჩამოვედი, ყველა ფეხბურთელის თამაში ვნახე და მათ შესაძლებლობებს გავეცანი. ნაკრების ყველა კანდიდატს თვალს ვადევნებდი, მაგრამ მათგან რამდენიმეს არჩევა ძალიან რთული იყო. ბევრი ფეხბურთელი შესაძლოა ნაკრებში ხშირად თამაშობდა, მაგრამ დღეს ისინი სიაში არ არიან. ეს ახალი ეტაპია და ყველაფერი ახლიდან იწყება. ჩვენ ვეცადეთ, რომ ვყოფილიყავით მართლები და ჩვენი გულისა და გონებისთვის მაქსიმალურად დაგვეჯერებინა და რაც შეიძლება პატიოსნად და გონივრულად მიგვეღო გადაწყვეტილებები. რაც შეეხება, გიორგი მაკარიძის საკითხს, ფიფას წესების მიხედვით, აქ გადამწყვეტი სიტყვა ჩვენ გვეკუთვნის, ასე რომ, თუ მომავალში კლუბი წინადადებით მოგვმართავს, ჩვენ კი საპირისპირო პოზიცია გვექნება, ეს პრობლემას არ შეგვიქმნის.   შიდა ჩემპიონატში თამაში არცერთი ფეხბურთელისთვის იქნება პრობლემა, რომ სანაკრებო კანდიდატებს შორის მოხვდეს. ამის მაგალითია ჩაბრაძე, მამარდაშვილი, კუპატაძე, ჯიღაური, ანუ ის ფეხბურთელები ვინც ეროვნულ ლიგაში ასპარეზობენ და ჩვენ მათ ეროვნულ გუნდში ვუხმეთ ყველა ნაკრებში, მათ შორის ტოპ ქვეყნებში, შემადგენლობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ყოველთვის არსებობს. რა თქმა უნდა, არის პოზიციები, რომლები გაძლიერებას საჭიროებს, თუმცა განსაკუთრებულ პრობლემებს ვერსად ვხედავ, რადგან ბევრი კარგი ახალგაზრდა შეგვემატა. დღეს ბევრი კარგი შეტევითი შესაძლებლობის მქონე ფეხბურთელი გვყავს, თუმცა დაცვაში კარგი თამაში თანამედროვე ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია. მას მერე, რაც აქ ჩამოვედი, ბევრი დრო არ მქონია, რომ ეს მომეხერხებინა, მაგრამ მომავალში ეროვნული ლიგის კლუბების მწვრთნელებთან, ასევე ფედერაციის წარმომადგენლებთან და ქართულ ფეხბურთში ჩართულ ყველა ადამიანს შევხვდები და კონსულტაციებს გავივლი, რათა ყველაფერი უკეთ შევისწავლო. მომავალში, ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელთან, ალან ჟირესთან გასაუბრებასაც ვგეგმავ, რომელიც წარსულში საქართველოს ნაკრების მწვრთენლი იყო, რათა მისგან ქართული მენტალიტეტის, კულტურის და მთლიანად, საქართველოს შესახებ ბევრი რამ გავიგო. ", - თქვა სანიოლმა. საქართველოს ნაკრები 43 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით პირველ ოფიციალურ მატჩს 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები