10 საუკეთესო ინდივიდუალური შესრულება
2 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
10.მაიკლ ოუენი VS გერმანია - 2001 ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა მაიკლ ოუენმა 2001 წელს, გერმანიის წინააღმდეგ. მაიკლის დაუვიწყარი ჰეთ-ტრიკით ინგლისმა გერმანია 5:1 დაამარცხა.
9. ჯეკ უილშირი VS "ბარსელონა" - 2011 სერხიო ბუსკეცი, ხავი და ინიესტა? უილშირი გვირჩევნია! ლონდონში ჯეკმა ლეგენდარულ ტრიოს აჩვენა თუ ვინ იყო უფროსი მოედანზე. "არსენალმა" "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა.
8. რონალდუ VS "მანჩესტერ იუნაიტედი" - 2003 კრიშტიანუს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. ის ფაქტი, რომ მისმა ჰეთ-ტრიკმა იუნაიტედის გულშემატკივრები ფეხზე წამოაყენა და ტაში დააკვრევინა, ყველაფერ ამბობს.
7. ფაბიო კანავარო VS გერმანია - 2006 კანავაროში მისმა ქვეყანამ, ამ მატჩის შემდეგ, დაინახა მოთამშე, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ულიდეროს გუნდს. ის ნამდვილ გლადიატორად გადაიქცა 2006 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მასპინძელი გერმანიის წინააღმდეგ.
Great Central Defenders always:
- Anticipate danger - React quickly - Shift/ press as unit - Good in possession - Communicate - Compete! No better example than Cannavaro v Germany in 2006. pic.twitter.com/4oEzWqhpTp — Modern Soccer Coach (@msceducation) October 6, 2018
6. გარეთ ბეილი VS "ინტერი" - 2010 გასაოცარი საფეხბურთო საღამო სან სიროზე, როცა ბეილმა ფართო საზოგადოებას თავი ჰეთ-ტრიკით გააცნო.
5. პეტრ ჩეხი VS "ბაიერნი" - 2012 ჩეხის თამაში 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მეტ პატივის ცემას იმსახურებს ფეხბურთის გულშემატკივრების მხრიდან. დიდიერ დროგბამ შეძლო თამაშის დამატებით დროში გადაყვანა, მაგრამ პეტრ ჩეხის ფენომენალური შესრულებით ლონდონელები ჩემპიონები გახდნენ.
4. ლიონელ მესი VS "არსენალი" - 2011 "მეთოფეების" გეგმები მესიმ თავდაყირა დააყენა. მანუელ ალმუნია აღნიშნულ მატჩში უშანსოდ იყო.
3. სტივენ ჯერარდი VS ვესტ ჰემი - 2006 ჯერარდმა პირადად მოუტანა გუნდს გამარჯვება, FA თასის ფინალში, ვესტ ჰემის წინააღმდეგ.
2. ხავი VS "რეალ მადრიდი" - 2009 მთელი მატჩის განმავლობაში გულშემატკივარს ეუფლობოდა გრძნობა, რომ ხავის ბურთი მიკრული ჰქონდა ფეხზე და ვერავინ ართმევდა. ელ კლასიკოში, სადაც "ბრასელონამ" "რეალი" 6:2 დაამარცხა , ესპანელმა 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
1. ზინედინ ზიდანი VS ბრაზილია - 2006 ზიდანი ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელი იყო ,თუმცა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში არაამქვეყნიურად თამაშობდა.
Brazil VS France.
When Zidane turned the World Cup into a street football match. pic.twitter.com/pF5R6JUTQ2 — RMZZ (@RMBlancoZz) April 1, 2022