Belive

სტანჩუ: ,,საკუთარ თავსა და თანაგუნდელებს ვიცნობ და ვიცი, რომ ამ მოგებას არ ვიზეიმებთ''

1 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

რუმინეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკოლაე სტანჩუმ, უკრაინასთან მოგებული მატჩი შეაფასა:

,,საკუთარ თავსა და თანაგუნდელებს ვიცნობ და ვიცი, რომ ამ მოგებას არ ვიზეიმებთ! ახლა მხოლოდ ბელგიასთან გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი.

კარიერის გოლი გავიტანე... ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ევროპის ჩემპიონატზე გოლის გატანა და მოგება კი რაღაც წარმოუდგენელია.

საოცარი გულიშემატკივრობა გვქონდა, მსგავსი რამ არასდროს განმიცდია. ჩემი ოჯახის წევრებს თვალზე ცრემლი მოადგათ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქომაგები ძალიან გავახარეთ. რაც დღეს გავაკეთეთ, უბრალოდ სენსაციური იყო! - ნიკოლეა სტანჩუ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში რუმინეთმა უკრაინას 3:0 მოუგო.

ნიკოლაე სტანჩუ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები