Belive

სპალეტი: ,,იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე დღეს ვნახეთ”

5 დღის წინ ევრო 2024
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ხორვატიასთან გამართული მატჩი შეაფასა:

,,როცა თამაშის ბედი ასე წყდება, საბოლოოდ ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება. ამის უკვე არავის სჯეროდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ცოტა გარისკეს და შედეგიც მივიღეთ. მათ ასეთი რეაგირების გამო უნდა მივულოცოთ!

პირველ ტაიმში ჩვენი თამაში არაფრისმთქმელი იყო… ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ველი, ბალანსის პოვნა აუცილებელია!
რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები რთულია, რადგან ხორვატია ძლიერი და გამოცდილი მეტოქეა, რომელსაც პრობლემების შექმნა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია.

მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ბანალურ შეცდომებს ვუშვებთ. იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე დღეს ვნახეთ!” - ლუჩიანო სპალეტი

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრა ხორვატიასა და იტალიას შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მერვედფინალში მე-2 ადგილით გავიდა, სადაც შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი შაბათს, 29 ივნისს, გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები