Belive

ინგლისმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა

11 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შედეგად, გარეთ საუთგეიტის გუნდი გახდა პირველი ნაკრები ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ მატჩებში მარცხებოდა, თუმცა ფინალში გასვლა მაინც შეძლო (ინგლისი მერვედფინალშიც აგებდა, თუმცა ევროზე მერვედფინალები მხოლოდ 2016 წლიდან ტარდება).

ინგლისელები მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში შვეიცარიასთან აგებდნენ, დღეს კი - ნიდერლანდებთან.

ესპანეთსა და ინგლისს შორის ევრო 2024-ის ფინალური მატჩი კვირას, 14 ივლისსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები