Belive

გერმანული მედია წერს, რომ დემირალი დასაჯეს - თურქები არ ადასტურებენ

2 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

გერმანული გამოცემის, Bild-ის ინფორმაციით, მერიჰ დემირალს UEFA-მ ორ მომავალ შეხვედრაში თამაში აუკრძალა. მერვედფინალში, ავსტრიის წინააღმდეგ, თურქეთის ნაკრების მცველმა დუბლი შეასრულა და მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა. დემირალმა გამარჯვება ემოციურად და "მგლის" ჟესტით აღნიშნა - ეს ჟესტი დაკავშირებულია თურქულ მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფთან "რუხი მგლები" - ორგანიზაცია, რომელსაც ევროკავშირი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს და ავსტრიაში აკრძალულია.

Bild-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიჰ დემირალი უეფამ ორი მატჩით დასაჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. დილამდე დრო გვაქვს, რომ თავი დავიცვათ - ნათქვამია თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში

იმ შემთხვევაში, თუ დემირალის დისკვალიფიკაცია საბოლოოდ დადასტურდება, თურქეთს უმნიშვნელოვანესი მოთამაშე ჯერ 1/4 ფინალში, ნიდერლანდების წინააღმდეგ დააკლდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ნახევარფინალის ჩატარებაც მის გარეშე მოუწევთ.

სხვა სტატიები