Belive

დიდი პრობლემები ავსტრიაში - ალაბა ევროპის ჩემპიონატზე მიდის, თუმცა საგულშემატკივროდ

3 კვირის წინ ევრო 2024
2 წთ

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ავსტრიის საფეხბურთო ნაკრები სტაბილურად იზრდება. 2008 წელს, ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის რანგში ასპარეზობის შემდეგ, ავსტრიელები 2016 წელს ჯგუფურ ეტაპზე მეორედ მოხვდნენ, ხოლო 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე, 1/8-ფინალში გავიდნენ, სადაც იტალიასთან დამარცხდნენ.

რანგით მეოთხე ევროპის ჩემპიონატზე, ავსტრიის ნაკრებს სერიოზული პრობლემები აქვს. კერძოდ კი, მადრიდის "რეალისა" და ნაკრების კაპიტანი - დავიდ ალაბა, ევროპის ჩემპიონატს ოფიციალურად გამოტოვებს, თუმცა როგორც ცნობილია, იგი ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიის ნაკრებთან ერთად იქნება და შესაძლოა ნაკრების მთავარ მწვრთნელს - რალფ რანგნიკს დაეხმაროს.

დავიდ ალაბა რომ ავსტრიის ნაკრებს ვერ დაეხმარება, ამის შესახებ ინფორმაციას, ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციაც ადასტურებს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებენ ავსტრიის ნაკრებისა და "ლაიფციგის" ნახევარმცველი - ხავიერ შლაგერი, ასევე სერიოზული პრობლემა აქვს ნაკრების პირველ მეკარეს - ალექსანდრ შლაგერს. ნაკრებისა და "აინტრახტის" ფორვარდი - საშა კალაჯიჩი კი ავსტრიელებს ოფიციალურად გამოაკლდათ, რადგან მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ნახევარი სეზონის გამოტოვება მოუწევს.

ასე და ამგვარად, ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიის ნაკრების დანაკლისი ძალიან დიდია.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში: ნიდერლანდების, პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები