ბერთუღ ილდირიმი: ,,ჩემი, უპირველესი მოვალეობა, გოლების გატანაა, ასეც ვიზამ''
3 თვის წინ
ევრო 2024
1 წთ
ევრო 2024 გერმანიისა და შოტლანდიის დაპირისპირებით, 14 ივნისს დაიწყება. ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გაასმაგებული გულისძგერა ერთმანეთს ერთვის და ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებს.
სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი, თურქულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ფეხბურთელების ინტერვიუები.
,,ჩემი, როგორც თავდამსხმელის უპირველესი მოვალეობა, გოლების გატანაა, სწორედ ამ საკითხზე დამატებით ძალიან ბევრს ვმუშაობ.
ზოგჯერ გუნდში იქმნება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ჩვენი ფეხბურთელების დამტვრევა სამწუხარო ფაქტია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ამისთვის ყველაფერს ვიზამ(თ). მართალია, პირველადი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, თუმცა პატარა მიზნებს არასდროს ვისახავთ. ’’ - ამბობს 21 წლის თურქი ფეხბურთელი ბერთუღ ილდირიმი
,,თითოეული ფეხბურთელისთვის ნაკრებში გამოძახება უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. არაფერია იმაზე საამაყო, ვიდრე სანაკრებო კარიერაში თავის გამოჩენა და ქვეყნის გამარჯვებაში მონაწილეობა. როგორც უკვე აღვნიშნე, ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს ვიზამთ, შემდეგ კი, მომდევნო მატჩებზე ვკონცენტრირდებით’’ -
შეგახსენებთ, რომ საქართველო-თურქეთის დაპირისპირება, 18 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება,