Belive

ზურა ტყემალაძე დევისის თასის შეხვედრაში ბერანკისთან დამარცხდა

9 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში, დევისის თასზე მონაწილეობს.

დღეს, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი მსოფლიო რეიტინგის 721-ე ჩოგანი ზურა ტყემალაძე ლიეტუვის წარმომადგენელ 248-ე ნომერ რიკარდას ბერანკისთან ორ სეტში 6:2, 6:2 დამარცხდა. შეხვედრა 1:32 საათი მიმდინარეობდა.

ერთეულთა თანრიგში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა იყო, სადაც საქართველოს ნაკრების პირველმა და მსოფლიოს რეიტინგის 450-ე ჩოგანმა საბა ფურცელაძემ 366-ე ნომერი ლიეტუველი ვილიუს გაუბასი 1:2 დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 3:6 მოიგო, მეორე 6:1 დათმო, ხოლო გადამწყვეტ მესამე სეტში საბამ მეტოქე 5:7 დაამარცხა.

დევისის თასის პირველი დღის ანგარიში 1:1-ია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დევისის თასზე საბა ფურცელაძის, ზურა ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით წავიდა. ნაკრები ხვალ (4 თებერვალს) ერთ მატჩს წყვილთა თანრიგში და ორ მატჩს ერთეულთა თანრიგში გამართავს. მთავარი მწვრთნელი დავით კვერნაძეა. ვილნიუსიდან მატჩების ტრანსლირებას უზრუნველყოფს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალური მედია პარტნიორი ბილაივი.

სხვა სტატიები