Belive

US OPEN - დღე 7 (განხილვა - ჩილიჩი-დე მინაური; ტიმი-ანდერსონი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

მარინ ჩილიჩი - ალექს დე მინორი

ამერიკის ღია პირველობის მესამე ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერ მარინ ჩილიჩს ახალგაზრდა ავსტრალიელ ალექს დე მინაურთან მოუწია დაპირისპირება. მატჩი უკიდურესად დაძაბული აღმოჩნდა, სადაც 5 სეტიან ბრძოლაში ანგარიშით - 6:4, 6:3, 3:6, 4:6, 5:7 გამარჯვებული მარინ ჩილიჩი გამოდგა. ჩილიჩის მომდევნო მეტოქე დავიდ გოფინი იქნება, მატჩი 4 სექტემბერს 00:00 საათზე გაიმართება.  

დომენიკ ტიმი - კევინ ანდერსონი

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალური შეხვედრა ჩაატარა მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერმა დომენიკ ტიმმა, რომლის მეტოქე რეიტინგში მასზე მაღლამდგომი მე-5 ნომერი კევინ ანდერსონი გახლდათ. წინა თამაშებიდან გამომდინარე ავსტრიელი ჩოგბურთელის ფორმაში ყოფნას დიდი კითხვის ნიშანი ედო, შესაბამისად მისი გამარჯვება ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ დომენიკმა არამხოლოდ გაიმარჯვა, არამედ მეტოქეს ერთი სეტის მოგების საშუალებაც არ მისცა და მატჩი 3 სეტში, ანგარიშით - 7:5, 6:2, 7:6(7:2) მოიგო. დომენიკის გზა ამერიკის ღია პირველობაზე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, გადალახა რა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანთან მატჩის ბარიერი, შემდეგი მსოფლიოს პირველი ნომერი რაფაელ ნადალია, მასთან გამარჯვების შემთხვევაში კი მისი სავარაუდო მეტოქე ნახევარფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-3 ნომერი ხუან-მარტინ დელ პოტრო იქნება. მატჩი დომენიკ ტიმსა და რაფაელ ნადალს შორის 4 სექტემბერს 19:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლებელია დროის ცვლილებაც.

სხვა სტატიები