Belive

ცნობილია რა ოდენობის თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირზე

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირზე ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი დღეს მსოფლიოს 23-ე ჩოგან, ალექს დე მინაურს დაუპირისპირდა და 2 სეტში - 2:6; 4:6 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა ავსტრალიელთან წაგებამდე 2 ეტაპის დაძლევა მოახერხა, რისთვისაც, ჯამში, 15 400 დოლარი და 10 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ბასილაშვილი ATP-ის ლაივ რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და ახლა 39-ეა.

სხვა სტატიები