ტრავმირებული ნადალისა და მისი მეუღლის ემოციური კადრები
2 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
2023 წლის პირველი დიდი სლემის 1/32-ფინალში, ნადალისა და ამერიკელი მაკკენზი მაკდონალდის დაპირისპირება შედგა.
36 წლის ნადალი მეტოქესთან 3 სეტში ( 4:6, 4:6, 5:7) დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელის მარცხი კვლავ ტრავმამ გამოიწვია, რომელიც ნადალმა მეორე სეტში მიიღო.
ერთ-ერთ ეპიზოდში ნადალმა ფეხზე ხელი მოიკიდა და ცხადი გახდა, რომ სერიოზულ ტრავმასთან გვქონდა საქმე. სამედიცინო პერსონალთან 5-წუთიანი კონსულტაციის შემდეგ, ნადალმა თამაშის გაგრძელება შეძლო, თუმცა, კორტზე მოძრაობა უჭირდა. საბოლოოდ, ტრავმირებული ნადალი მაკკენზი მაკდონალდთან დამარცხდა.
1/32-ფინალურ დაპირისპირებას ნადალის მეუღლე ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, რომელმაც ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო და ცრემლები წამოუვიდა.