Belive

სასტუმრო პარაგრაფში სამოყვარულო ტურნირი Paragraph Cup გაიმართა

6 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

12-15 ოქტომბერს, სასტუმრო "პარაგრაფში", ჩოგბურთის სამოყვარულო, უკვე ტრადიციად ქცეული ტურნირი გაიმართა. GTPTour-ის მიერ ორგანიზებულ Paragraph Cup-ზე, წელს უპრეცედენტო რაოდენობის მსურველმა მიიღო მონაწილეობა. ერთეულთა ბადე 48 ჩოგბურთელისგან იქნა დაკომპლექტებული, წყვილთა კი - 16 წყვილისგან.

ტურნირი 12 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. ტურნირის გენერალური სპონსორია betlive.com. შეკვეთილმა კი საინტერესო და სანახაობრივ მატჩებს უმასპინძლა. შედეგად, ყველამ, ვინც ამ ღონისძიებას დაესწრო, საჩოგბურთო დღესასწაულით ისიამოვნა.

ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული და Paragraph Cup-ის ჩემპიონი ზვიად კალმახელიძე გახდა. წყვილთა თანრიგში კი დავით ხაბურძანიასა და ნიკა აკოფიანის წყვილმა პირველობა არავის დაუთმო.