Belive

სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთში სამოყვარულო ტურნირი GTP CUP გაიმართება

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

20-22 სექტემბერს ამბასადორი კაჭრეთში, ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი გაიმართება, რომელშიც არაერთი მოყვარული ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას.

"GTP CUP"-ის საპრიზო ფონდი 6000 ლარს შეადგენს და მისი გენერალური სპონსორი კომპანია betlive-ა. აღსანიშნავია, რომ betlive-ის მხარდაჭერით გასულ წელს უკვე გაიმართა "Paragraph Cup", სადაც მაღალი დონის საჩოგბურთო დაპირისპირებები შედგა.

გასული წლის ოქტომბერში, შეკვეთილში ჩატარებულ სამოყვარულო ტურნირზე მონაწილეობა რეკორდული რაოდენობის მოყვარულმა ჩოგბურთელმა მიიღო - ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული და Paragraph Cup-ის ჩემპიონი ზვიად კალმახელიძე გახდა. წყვილთა თანრიგში კი დავით ხაბურძანიასა და ნიკა აკოფიანის წყვილმა პირველობა არავის დაუთმო.

"GTP CUP"-ის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ტურნირზე დარეგისტრირებული მოთამაშეებიდან გამომდინარე, მაღალი დონის მატჩების გამართვა იქნება შესაძლებელი.

სამოყვარულო დონისთვის სრული შემადგენლობა იღებს მონაწილეობას და შესაბამისად მაქსიმალურად კარგი თამაშების მოლოდინი გვაქვს.

სათამაშო დონის ამაღლება აუცილებელია საერთაშორისო ტურნირებზე წარმატების მისაღწევად. ჩოგბურთი განსხვავებულად მიმზიდველი სპორტია. მოთამაშეს კორტზე ბევრ გამოწვევასთან უწევს გამკლავება, რაც პიროვნულ ზრდაში ეხმარება. - უტა კემულარია.

შეგახსენებთ, კომპანია betlive-ის მხარდაჭერით სამოყვარულო საჩოგბურთო ტურნირი "GTP CUP" 20-22 სექტემბერს, ამბასადორი კაჭრეთში გაიმართება და მასში მოყვარული ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.