Belive

საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

პორტუგალიის ქალაქ ოეირასში გამართულ "ბილი ჯინ კინგის" ტურნირზე ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა.

ტურნირის განახლებულ სანაკრებო რეიტინგში, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები 49-ე პოზიციაზე იმყოფება (340 ქულა). აღსანიშნავია, რომ რეიტინგის განახლებამდე საქართველოს ნაკრები 62-ე ადგილს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ "ბილი ჯინ კინგის" ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში იასპარეზა. საქართველომ 6-დან 4 მატჩი მოიგო, I ჯგუფში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლება კი მასპინძელ პორტუგალიასთან განცდილი მარცხის შემდეგ დაკარგა.

"ბილი ჯინ კინგის" ტურნირის საუკეთესო ათეულს შვეიცარია (1072.15) უდგას სათავეში.