Belive

რთული დასაწყისი ფედერერისგან | მომდევნო მეტოქე გასკეა

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
2021 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი - უიმბლდონი 28 ივნისიდან მიმდინარეობს და 2 კვირის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საჩოგბურთო სამყაროს ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი, რაფაელ ნადალის გარდა. აღსანიშნავია, რომ დიდი პაუზის შემდეგ საკუთარ ბედს გამოცდის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერიც, რომელიც დიდად სახარბიელო შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ ტოვებს. ფედერერისგან მისი უდიდესი გულშემატკივრების არმია, მნიშვნელოვან და ხმაურიან წარმატებას ელოდება, თუმცა პირველივე რაუნდში 39 წლის შვეიცარიელის თამაშმა დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა. მაესტრო ტურნირზე მე-6 ნომრადაა განთესილი და საყურადღებოა, ყველაზე რთული ოპონენტთან, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერ, ნოვაკ ჯოკოვიჩთან მისი გზები საფინალო რაუნდამდე არ იკვეთება. პირველ რაუნდში "მხიარულ როჯერს" ადრიან მანარინო ჰყავდა მეტოქედ, რომელმაც საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა, თუმცა საბოლოოდ ტრავმის გამო ტურნირიდან მოეხსნა. საყურადღებოა, რომ ფედერერისა და მანარინოს შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვან დროს, მე-5 სეტში შეწყდა.
60dc550649185

ექსპერტების აზრი შეხვედრასთან დაკავშირებით ფაქტობრივად იდენტური იყო, ვინაიდან ფედერერისგან უფრო დიდი მოლოდინები იყო, თუმცა რომ არა მანარინოს ტრავმა, შესაძლო ხდებოდა, რომ შვეიცარიელი ტურნირის პირველივე რაუნდში დამარცხებულიყო. უიმბლდონის მეორე რაუნდში, როჯერის მეტოქე გამოცდილი ფრანგი ჩოგბურთელი, რიშარ გასკე იქნება.

betlive.com უიმბლდონზე განსაკუთრებულ აქციას გთავაზობთ


სხვა სტატიები