Belive

როჯერ ფედერერმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ მსოფლიო ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა, როჯერ ფედერერი 2020 წლის 30 იანვრის შემდეგ კორტზე არ გამოჩენილა, რისი მიზეზიც მისი ტრავმა გახლდათ. ამასთან დაკავშირებით სპორტული პრესა არაერთხელ დაინტერესდა როჯერის მდგომარეობით და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, რომ 2020-ის ბოლოს როჯერი უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - როჯერ არათუ 2020-ის ბოლოს, არამედ 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობასაც შესაძლოა მზადყოფნაში ვერ შეხვდეს.
"იმედი მქონდა, რომ წლის დასასრულს სრულ მზადყოფნაში შევხვდებოდი, თუმცა წელი იწურება და ჯერ კიდევ მაქვს პრობლემები."  "ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში ჩემს მიზნებში ნამდვილად შედიოდა, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ამისათვის დრო არ მეყოფა"  "არანაირად არ ვგეგმავ ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც სათუა იქნება. სანამ 100%-ით არ ვიქნები დარწმუნებული, რომ სრულ მზადყოფნაში ვარ, მანამდე კორტზე არ გამოვალ", - აცხადებს როჯერ ფედერერი.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელისგან არაერთხელ გაჟღერდა, რომ მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშის მოგებაა, რომელიც პანდემიის გამო 2021 წლისათვის გადაიდო.

სხვა სტატიები