პროფესიონალურ ჩოგბურთში დიეგო ფორლანის დებიუტი შედგა
ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო ფორლანმა, პროფესიონალურ ჩოგბურთში პირველი შეხვედრა ჩაატარა.
45 წლის ურუგვაელმა, ფედერიკო კორიასთან ერთად, მონტევიდეოში, ჩელენჯერზე ითამაშა და ბოლივიურ წყვილთან 2 სეტში, 1:6, 2:6 დამარცხდა.
ძალიან ვისიამოვნე! თავი ჩოგბურთელად ვიგრძენი. იმის ალბათობა, რომ ჩვენთვის რთული მატჩი იქნებოდა, ძალიან დიდი იყო... 2017-2018 წლებში არაოფიციალურ შეხვედრებში ვითამაშე, მაგრამ დღევანდელი გამოცდილება სულ სხვაა... - განაცხადა ფორლანმა მატჩის შემდეგ.
ფორლანს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში, მათ შორის ,,მანჩესტერ იუნაიტედში'', ,,ვილიარეალში'', ,,ატლეტიკოსა'' და ,,ინტერში'' უთამაშია. დიეგო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
Diego Forlan at the net! 💯#ATPChallenger | @DiegoForlan7 pic.twitter.com/p24PQgTVxJ
— ATP Challenger Tour (@ATPChallenger) November 14, 2024