Belive

პირველად კარიერაში - მარკეტა ვონდროუშოვამ უიმბლდონი მოიგო

10 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქალთა შორის უიმბლდონის გამარჯვებული მსოფლიოს 42-ე ჩოგანი, მარკეტა ვონდროუშოვა გახდა, რომელმაც ფინალში ონს ჟაბური (6) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა.

ვონდროუშოვამ უიმბლდონის მოგებით 2 350 000 ფუნტი და 2 000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ჟაბური კი 1 300 ქულასა და 1 175 000 ფუნტს დასჯერდა.

უიმბლდონის ბოლო გამარჯვებული ელენე რიბაკინა იყო, რომელმაც 2022 წელს ფინალში ასევე ონს ჟაბურს აჯობა.

View this post on Instagram

A post shared by Wimbledon (@wimbledon)