ფრანჩესკა სკიავონემ "კიბოს" წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა
4 წლის წინ
ჩოგბურთი
2 წთ
"მინდა მოგიყვეთ, თუ რა მოხდა განვლილი 7 თვის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში. ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინეს. ეს იყო ყველაზე მკაცრი განაჩენი რაც კი შეიძლება, რომ ადამიანმა გაიგოს. დიაგნოზის დადგენის შემდეგ განვლილი პერიოდი ყველაზე რთული ბრძოლა იყო ჩემი ცხოვრების განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი ბრძოლა დაავადების წინააღმდეგ წარმატებული აღმოჩნდა! მე ის დავამარცხე! ეს იყო ენით აღუწერელი შეგრძნება - ახლიდან დავიბადე და შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაც აქამდე მქონდა დაგეგმილი. სულ მალე აუცილებლად დაგიბრუნდებით, განახლებული ენერგიითა და პროექტებით", - განაცხადა სკიავონემ. შეგახსენებთ, ფრანჩესკა სკიავონე მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი გახლდათ, მან 2010 წელს საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო."HI everyone, upon 7-8 of silence from social media and from the world, I wish to share with you what happened to me. A cancer had been diagnosed to me. I did chemotherapy, I fought a though battle and now I am still breathing. I have won this fight. And now I am back in action". pic.twitter.com/DyafTTcHBX — Francesca Schiavone (@Schiavone_Fra) December 13, 2019