დღეს დუბაის 500-იანთა თანრიგის ტურნირი დასრულდა.
ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა (7) მსოფლიოს მე-11 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი ორ სეტში - 6:4; 6:4 დაამარცხა და მე-100 კარიერული ტიტული მოიპოვა.
ფინალური დაპირისპირება ძალიან ხანმოკლე გამოდგა და სულ რაღაც, საათსა და 11 წუთში დასრულდა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ფედერერმა თამაშში 6 ეისი შეასრულა, ორმაგი შეცდომა კი არ ჰქონია. ციციპასს საპასუხოდ - 4 ეისი და 2 ორმაგი.
აღსანიშნავია, რომ როჯერი პირველ ჩაწოდებაზე 76% სიზუსტით აწოდებდა, ციციპასი კი ამ მხრივ შვეიცარიელს ჩამორჩებოდა - 69%.
დუბაის ტურნირის მოგებისთვის ფედერერმა 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მე-4 პოზიციაზე გადავიდა. ბერძენი ციციპასი მე-10 ჩოგანი გახდა.