Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის შემაჯამებელ ტურნირს მოგებით იწყებს. ლეგენდარულმა სერბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ შესანიშნავ ფორმაშია და გამძლეობის უნარით, გაცილებით ახალგაზრდა, ჰოლგერ რუნეც ვერ შეედრება. 36 წლის ნოვაკმა 20 წლის ტალანტს ხანგრძლივ, სამ სეტიან ბრძოლაში მოუგო - (7-6) (6-7)(6-3).

შეხვედრა სერბისთვის კარგად დაიწყო, ის თამაშს ზუსტი და ძლიერი ჩაწოდებებით აკონტროლებდა, თუმცა კარგი იყო მიღებაზე რუნეც და მრისხანე ოპონენტს ზუსტი "ფორჰენდებით" პასუხობდა, საკუთარ ჩაწოდებაზე კი მეტოქისთვის უსიამოვნო, ღრმა დარტყმებს იყენებდა. საბოლოოდ, პირველი სეტი ტაიბრეიკზე გადაწყდა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაიტოვა ანგარიშით 7-4. მეორე სეტიც ტაიბრეიკამდე მივიდა და აქ უკვე რუნემ ჯოკოვიჩს შანსი არ დაუტოვა (7-1), ნოლემ მესამე სეტში თავისზე 16 წლით უმცროს ჩოგბურთელს შედარებით მსუბუქად აჯობა და პირველი გამარჯვება ჩაიწერა.

ტურინში მიმდინარე ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე საპრიზო ფონდი უპრეცედენტოდ მაღალია, გამარჯვებულს 5 მილიონ დოლარამდე თანხის გამომუშავება შეუძლია.