საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ სოფიაში გამართულ 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს, რომელიც სტარტს 4 თებერვალს აიღებს და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სოფიის ტურნირის დასრულებისთანავე ქართველი ჩოგბურთელი ჰოლანდიაში გადაინაცვლებს, კერძოდ კი როტერდამის 500-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს.
თარიღები:ATP სოფია:4-10 თებერვალიATP როტერდამი: 11-17 თებერვალი