Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის დამაჯერებელი გამარჯვება ჩენდუს 1/8-ფინალში

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის, ჩენდუს 250-ქულიანი ტურნირის 1/4-ფინალშია. ქართველმა მაკენზი მაკდონალდი 1/8-ფინალურ ეტაპზე 2 სეტში დაამარცხა - 2:6, 6:7 (4:7). დაპირისპირება 1:33 საათი მიმდინარეობდა. ნიკოლოზი ამ დროისთვის მსოფლიოს 114-ე ნომერია, ხოლო მის მიერ დამარცხებული ჩოგბურთელი 98-ე.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში მოხვედრამდე 2 შეხვედრა მოიგო. საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში ნიკოლოზმა რეი საკამოტო დაამარცხა, ფინალში კი ბერნარდ ტომიჩი. ძირითად ბადეში გასვლის შემდეგ ბასილაშვილმა ჯერ ბილი ჰარისი დაამარცხა 2 სეტში, ახლა კი მაკენზი მაკდონალდი.

ქართველი ჩოგბურთელი მომდევნო ეტაპზე იტალიელ ლორენცო მუზეტისა და დინო პრიზმიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ჩენდუს ტურნირი 23 სექტემბრამდე გაგრძელდება, საპრიზო ფონდი 1 190 210 დოლარია. ტურნირის გამარჯვებული 250 ქულას მიიღებს.

სხვა სტატიები