Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინალშია! (მიმოხილვა)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველმა და მსოფლიო რეიტინგის 34-ე ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ შეძლო გულშემატკივრისთვის უდიდესი სიხარულის მინიჭება და CHINA OPEN-ის ფინალში გავიდა. ნიკა ნახევარფინალურ ეტაპზე დიდი ბრიტანეთის პირველ ნომერ კაილ ედმუნდს დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა ჩოგბურთელმა შეძლო და დაამარცხა მეტოქე რითაც კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ტაი-ბრეიკზე ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე დაამარცხა მეტოქე, ხოლო მეორე სეტში ნიკას მცირედით ადრე შეეძლო მოგება, ანგარიშით 5:3-ზე მან საკუთარი მოწოდება წააგო, თუმცა მომდევნო გეიმზე მეტოქე დააბრეიქა და შეხვედრაც ტრიუმფით დაასრულა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 7:6, 6:4 ბასილაშვილის სასარგებლოდ. ხვალ, 7 ოქტომბერს, CHINA OPEN-ის ფინალში ქართველის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი, არგენტინელი ხუან-მარტინ დელ პოტრო იქნება. LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს ფინალურ შეხვედრაში! იხილეთ ვიდეო: 

სხვა სტატიები