Belive

ნადალის მენეჯერი: "ფედერერი ყველა დროის საუკეთესო არაა"

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყარო დიდი ხანია განიხილავს, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი. Big 3-ს, ანუ ნოვაკ ჯოკოვიჩის, რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის შედარებისას აზრთა სხვადასხვაობაა. რამდენიმე დღის წინ ესპანელმა ჟურნალისტმა, ხოსე მორონმა განაცხადა, რომ შვეიცარიელი ჩოგბურთელი ყველა დანარჩენზე ძლიერია, რასაც ნადალის მენეჯერი არ დაეთანხმა.
"ვუყურებ დოკუმენტურ ფილმს მაიკლ ჯორდანის შესახებ და გავაანალიზე ერთი რამ. ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ეს, რადგან შესაძლოა, ვინმე გავანაწყენო, თუმცა ჩემი სპორტული შეხედულებით, როჯერ ფედერერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია. როჯერმა, მაიკლის მსგავსად, თამაშის ახალი სტილი გამოიგონა. ფედერერმა ეს სპორტი შეცვალა," - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში. აღნიშნულ განცხადებას ნადალის მენეჯერი, ბენიტო პერესი გამოეხმაურა: "საბედნიეროდ, ჩოგბურთი შენს კრიტერიუმებს არ მიჰყვება. ეს ძალიან არაპროფესიონალურია. სამოყვარულო ჩოგბურთისთვის ეს კარგია, მაგრამ ჩვენ პროფესიონალურ დონეზე ვსაუბრობთ."
 

სხვა სტატიები