Belive

ნადალის კარიერა დასასრულს უახლოვდება?!

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ტრავმების სიხშირით გამოირჩევა. მატადორმა საჩოგბურთო სამყაროს სიდიადე საოცარი "ქამბექით" დაუმტკიცა, მაშინ როცა ყველა ფიქრობდა, რომ ტრავმიდან თავდაღწეული რაფა ფორმის აღდგენას და მოწინავე ჩოგბურთელებში ყოფნას ვეღარ მოახერხებდა ის მსოფლიოს რეიტინგს კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში. ამჟამად ესპანელი რეიტინგის მე-2 საფეხურზეა, თუმცა ინდიან ველსის მასტერსზე მას მუხლის ტრავმიდან გამომდინარე ასპარეზის შეწყვეტა მოუწია, თანაც უმნიშვნელოვანეს მომენტში - მაშინ როდესაც საჩოგბურთო "ელ კლასიკო" უნდა შემდგარიყო მატადორსა და მაესტროს ანუ როჯერ ფედერერს შორის. აღნიშნულ ტრავმასთან და ზოგადად ნადალის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისმა ყოფილმა მწვრთნელმა და ბიძამ, ტონი ნადალმა საკმაოდ დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა: "ვფიქრობ რთულია მსგავსი ფიზიკური კონდიციებით შეხვედრების უმაღლეს დონეზე ჩატარება, ასევე რთულია ამდენი ბარიერი კარიერაში, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურადაც. რაც შეეხება რაფას, ჩემი აზრით 2-3 წელიწადში მისი კარიერის დასრულების დრო მოახლოვდება."

სხვა სტატიები