Belive

ნადალი ფედერერი და ჯოკოვიჩი რეიტინგში დაბალ საფეხურზე მყოფ ჩოგბურთელებს დაეხმარებიან

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო საჩუგბურთო სამყარო გაჩერებულია. ეს ფაქტი კი ძალიან ცუდად მოქმედებს რეიტინგით დაბალ საფეხურზე მყოფ ჩოგბურთელებზე. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ჩოგბურთელს ვარჯიშისთვის და მწვრთნელის ყოლისთვის გარკვეული თანხა სჭირდება. ამ თანხას კი ATP-ს სხვადასხვა ტურნირირებიდან გამოიმუშავებენ. ახლა კი მათთვის ფაქტიურად ყველაფერი გაჩერებულია და ფინანსური შემოსავალი საერთოდ არ აქვთ. ამასთან დაკავშირებით დიდმა სამეულმა შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. ისინი გამოყოფენ 3 მილიონ დოლარს და თანაბრად გადაუნაწილებენ ჩოგბურთელებს. საქმე ეხება იმ ჩოგბურთელებს, რომლებიც რეიტინგში 200 დან 700 საფეხურამდე არიან. ასევე დიდი სამეულის ხელმძღვანელობით შეიქმნება ფონდი, სადაც პირველ ასეულში მყოფი ჩოგბურთელები ჩარიცხავენ გარკვეულ თანხას. ასე მაქსიმალურად გადარჩებიან ქვედა რეიტინგში მყოფი ჩოგბურთელები. ეს ყველაფერი კი ნოვაკ ჯოკოვიჩმა, სტენ ვავრინკასთან საუბრის დროს მოიფიქრა.

სხვა სტატიები