Belive

მსაჯთან კამათისა და შეურაცხყოფის გამო, ანდრეი რუბლევი ფულადი თანხით დააჯარიმეს

9 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, პრესტიჟული ტურნირის პირველ ნახევარფინალს სკანდალური დასასრული ჰქონდა.

მატჩის გადამწყვეტ სეტში რუსმა ანდრეი რუბლევმა ერთ-ერთ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის თამაშიდან მოხსნეს, ფინალში კი ყაზახეთის სახელით მოთამაშე ალექსანდერ ბუბლიკი გავიდა, რომელიც ფრანგ უმბერთან დამარცხდა.


ამ არასპორტული ქმედების გამო, ATP-იმ რუსი ჩოგბურთელი თავდაპირველად ფულადი ჯარიმითა და მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაქვეითებით დასაჯა, თუმცა ამის შემდეგ თავად რუბლევმა ბოდიში მოიხადა და ATP-ს სთხოვა, რომ მისი სასჯელი შეემსუბუქებინათ, რაც მას დაუკმაყოფილეს.

საბოლოოდ ანრეი რუბლევს სარეიტინგო ქულები აღარ დააკლდება და ის 33 500 ევროს ჯარიმას გადაიხდის.

სხვა სტატიები