Belive

მონფილსი ხალხის გაოცებას 40 წლის ასაკშიც არ წყვეტს - ფრანგი მომდევნო ეტაპზეა

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ამერიკის ღია პირველობის 1/64-ფინალში 40 წლის გაელ მონფილსმა ადოლფო დანიელ ვალეხო 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ლეგენდარულ ფრანგს 40 წელი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე შეუსრულდა და შეხვედრის მიმდინარეობისას საფირმო დარტყმები პუბლიკას არ მოაკლო და შესანიშნავი დაპირისპირებაც გამოუვიდა.

მატჩი 2:24 საათი მიმდინარეობდა, სეტების მიხედვით კი შეხვედრა ასე განვითარდა: 6:2, 1:6, 2:6, 0:6.

აღსანიშნავია, რომ მონფილსი ამ დროისთვის ATP რეიტინგის 311-ე ნომერია, ვალეხო კი მე-60.

მომდევნო ეტაპზე, 1/32-ფინალში გაელ მონფილსი აშშ-ს წარმომადგენელ მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერ ლერნერ ტიენს დაუპირისპირდება, შეხვედრა ხვალ, 3 სექტემბერს გაიმართება.