Belive

მოგება ძირითად ბადეში | ბასილაშვილი რომის მასტერსის 1/32-ფინალში გავიდა

2 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

იტალიის დედაქალაქში ჩოგბურთის ძალიან პრესტიჟული შეჯიბრი - რომის მასტერსი იმართება. რომის მასტერსმა სტარტი 28 აპრილს აიღო და 17 მაისს ფინალური დაპირისპირებით დასრულდება.

კარგი სტარტი აქვს საქართველოს #1 ჩოგბურთელს - ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც შეჯიბრის ძირითად ბადეში მოსახვედრად 2 შეხვედრა მოიგო, ძირითად ბადეში კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ბასილამ ესპანელი მეტოქე, მსოფლიოს 86-ე ნომერი - დანიელ მერიდა აგილარი 3 სეტში: 6:4; 2:6; 6:3 დაამარცხა და 1/32-ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩი 2 საათსა და 4 წუთს გრძელდებოდა, სადაც ბასილაშვილმა 7 ეისი ჩააწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა - მატჩში 44 ვინერსი ჰქონდა და 47 უნებლიე შეცდომა.

34 წლის ქართველი ჩოგბურთელი 1/32-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, მსოფლიოს მე-6 ნომერი, ამერიკელი - ბენ შელტონი იქნება.

ბასილაშვილისა და შელტონის დაპირისპირება 8 მაისსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები