Belive

მობილურს დახედა და ზედიზედ 4 ქულა დათმო | უმბერის უჩვეულო ქმედება მანარინოსთან მატჩში

1 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მონპელიეს ტურნირის მერვედფინალში უგო უმბერი (38) ადრიან მანარინოსთან (70) სამ სეტში, ანგარიშით 7:6, 3:6, 6:7 დამარცხდა.

ამ შედეგში უცნაური არაფერია, მაგრამ უცნაური იყო უმბერის ქმედება ბოლო სეტში, რამაც გულშემატკივართა ყურადღება მიიქცია - ფრანგ ჩოგბურთელს, რომელიც ტაი-ბრეიქში 4:3 დაწინაურდა, წინ 2 ჩაწოდება ჰქონდა, თუმცა, სწორედ ამ დროს, უმბერმა რამდენიმე წამით თამაში შეწყვიტა, ჩანთისკენ გაემართა და მობილურს დახედა. პაუზა უგოს ძვირად დაუჯდა, რადგან მსოფლიოს 38-ე ჩოგანმა ამ მომენტიდან ზედიზედ 4 ქულა დათმო და შედეგად, ტურნირსაც გამოეთიშა.

მატჩის დასრულებისთანავე ჩოგბურთელები ხშირად იყენებენ საკუთარ მობილურებს, თუმცა უმბერის ქმედება ნამდვილად უჩვეულოა: