Belive

"ლუკას, ძალიან მენატრები" - ბასილაშვილმა შვილს მიმართა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა. ნიკოლოზმა ჩემპიონობის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
"ძალიან ბედნიერი და საოცრად გახარებული ვარ. არ მოველოდი, რომ ახლა აქ ვიქნებოდი. მინდა მივულოცო რობერტოს კარგი ტურნირის ჩატარებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ყატარის სახელმწიფოს ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის. ამის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა გულშემატკივარსა და შვილს ქართულად მიმართა. "ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის," - თქვა ნიკოლოზმა.

სხვა სტატიები