Belive

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (მეორე შეხვედრების შემდეგ)

5 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ

11 ნოემბერს საჩოგბურთო სამყაროში უკანასკნელი ტურნირი დაიწყო - ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს.

ეს გახლავთ ერთადერთი ტურნირი, რომელიც ჯგუფური სისტემით ტარდება, ასევე ერთადერთი ტურნირი, რომელიც 1500-ქულიანია. ტურნირს გამოაკლდნენ მსოფლიოს მე-2 ნომერი რაფაელ ნადალი და მსოფლიოს მე-4 საფეხურზე მყოფი ხუან-მარტინ დელ პოტრო, მათ ნაცვლად კი ტურნირს მე-9 და მე-10 ჩოგნები, კეი ნიშიკორი და ჯონ ისნერი შეუერთდნენ.
ტურნირი 2 ჯგუფისგან შედგება: A ჯგუფი:
  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი
  2. ალექსანდრ ზვერევი
  3. მარინ ჩილიჩი
  4. ჯონ ისნერი
B ჯგუფი:
  1. როჯერ ფედერერი
  2. კევინ ანდერსონი
  3. დომენიკ ტიმი
  4. კეი ნიშიკორი

კევინ ანდერსონი Vs. კეი ნიშიკორი 

კევინ ანდერსონი სულ უფრო და უფრო კარგ ფორმაში შედის. მისი მეტოქე მეორე ტურის შეხვედრაში იაპონელი, მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი კეი ნიშიკორი გახლდათ. შეხვედრის ფავორიტად ნიშიკორი მიიჩნეოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და არამხოლოდ... ანდერსონმა მეტოქე გაანადგურა! შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:0, 6:1 ანდერსონის სასარგებლოდ. 

როჯერ ფედერერი Vs. დომენიკ ტიმი 

შვეიცარიელი მაესტრო პირველი წაგებული შეხვედრის შემდეგ, კორტზე მაქსიმალურად მობილიზებული გამოვიდა, ამის შემჩნება კი არც თუ ისე რთული არ ყოფილა. მეორე ტურის შეხვედრაში როჯერს მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი დომენიკ ტიმი დაუპირისპირდა. 37 წლის ლეგენდარულმა შვეიცარიელმა მეტოქე 2 სეტში, საათსა და 8 წუთში დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:2, 6:3 ფედერერის სასარგებლოდ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. ალექსანდრ ზვერევი 

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი შესანიშნავად გამოიყურება, ნოლეს უკანასკნელი 26 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მარცხი აქვს. სერბმა ახალგაზრდა ალექსანდრ ზვერევი 2 სეტში დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:4, 6:1 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. 

მარინ ჩილიჩი Vs. ჯონ ისნერი 

შეხვედრის ფავორიტად მარინ ჩილიჩი მიიჩნეოდა, ხორვატმა ჩოგბურთელმა ეს მოლოდინი გაამართლა კიდეც, თუმცა შეხვედრის მოსაგებად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ჩილიჩისა და ისნერის დაპირისპირება 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა, 3 სეტიანი დაპირისპირების გამარჯვებული, როგორც აღვნიშნეთ ხორვატი ჩოგბურთელი გახლდათ. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:7(2), 6:3, 6:4 მარინ ჩილიჩის სასარგებლოდ. 

სხვა სტატიები