კოკო გაუფი როლან გაროსის გამარჯვებულია
5 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში კოკო გაუფმა არინა საბალენკა 3-სეტიან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. პირველი სეტი ბელორუსელი ჩოგბურთელის გამარჯვებით 7:6 (7:5) დასრულდა, მე-2 და მე-3 სეტი ამერიკელმა მოიგო - 2:6, 4:6, დაპირისპირება 2:40 საათი მიმდინარეობდა.
კოკო გაუფი პირველად გახდა როლან გაროსის გამარჯვებული, ზოგადად დიდი სლემის ტურნირი კი მეორედ მოიგო.
შეგახსენებთ, რომ WTA მსოფლიოს რეიტინგში არინა საბალენკა პირველი ნომერია, ხოლო კოკო გაუფი მე-2.
COCO GAUFF ROLAND-GARROS CHAMPION 🏆#RolandGarros pic.twitter.com/duOMXfxaAP
— Roland-Garros (@rolandgarros) June 7, 2025