Belive

კარლოს ალკარასი პეკინის ტურნირის ჩემპიონია - ესპანელმა ფინალში იანიკ სინერი დაამარცხა

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

პეკინის ATP 500-ქულიანი ტურნირის ფინალში მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარასმა პირველი ნომერი იანიკ სინერი დაამარცხა. 3:24 საათიანი დაპირისპირება მძიმედ მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ ესპანელის გამარჯვებით 1:2 დამთავრდა. განსაკუთრებით ხანგრძლივი პირველი და მესამე სეტი იყო, სადაც ტაი ბრეიკები ვიხილეთ.

პირველი სეტი იტალიელმა მოიგო - 7:6 (8:6), მეორე სეტში ალკარასმა 4:4-ზე მეტოქეს დაუბრეიკა და 4:6 დამთავრდა, ხოლო ბოლო გადამწყვეტ სეტში გამარჯვებულის ვინაობა ისევ ტაი ბრეიკმა გამოავლინა, ოღონდ ეს უკვე ესპანელმა მოიგო 6:7 (3:7).

21 წლის კარლოს ალკარასისთვის ეს მე-16 ტიტულია, აქედან 4 დიდი სლემის ტურნირია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ATP TOUR-ში იანიკ სინერმა თავისი კარიერის განმავლობაში პირველი ფინალი წააგო.

სხვა სტატიები