Belive

კარლოს ალკარასი ინდიან უელსის გამარჯვებულია

9 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

კარლოს ალკარასმა, ინდიან უელსზე, ტიტული დაიცვა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. მატჩი საათსა და 44 წუთს გაგრძელდა და შეიძლება ითქვას, რომ ესპანელის მარტივი გამარჯვებით დასრულდა.

ფინალში გასულმა დანილ მედვედევმა ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში გამართა, სადაც საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა და ალკარასმა 7:5 მოიგო, მეორე სეტი კი ესპანელის აბსოლუტური დომინაციით წარიმართა და გეიმებში გამანადგურებელი ანგარიში 6:1 დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კარლოსმა 2 სეტში, (7:6 / 6:1) მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ინდიან უელსზე ზედიზედ მეორე წელია ზუსტად ერთი და იგივე მოთამაშეები გადიან ფინალში და რუსმა დანილ მედვედევმა, ვერც ამჯერად შეძლო ალკარასის წინააღმდეგობის დაძლევა. ალკარასამდე ეს ტურნირი ტაილორ ფრიცმა ნადალს მოუგო, იქამდე კი ქართველი, ნიკოლოს ბასილაშვილი, ფინალში, 3 სეტში დამარცხდა ბრიტანელ კამერონ ნორისთან.

სხვა სტატიები