Belive

ჯოკოვიჩისათვის 2020 წელი დაუმარცხებლად გრძელდება

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მართალია, კორონავირუსის პანდემიან სრულიად სპორტული ღონისძიებები შეაჩერა, თუმცა 2020 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარება მაინც მოესწრო, რომელში მონაწილეობის პროპორციულად ნოვაკ ჯოკოვიჩი დომინირებას არავის უთმობდა. სერბი ჩოგბურთელი ამჟამად უკვე 19-დან 19 მოგებით იჩენს თავს და კვლავინდებურად მსოფლიო რეიტინგის სათავეშია მოქცეული. ცინცინატის მასტერსზე მისი ასპარეზობა სათუო გახლდათ, თუმცა საბოლოოდ მან ტურნირზე თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. ნოლეს მეტოქე რიკარდას ბერანკისი გახლდათ, რომელთანაც მოულოდნელად დაძაბული ბრძოლა გამართა, თუმცა 2-სეტში მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა. ჯოკოვიჩს ცინცინატის მასტერსის შემდეგ ეტაპზე უფრო რთული ბარიერის დაძლევა მოუწევს - მისი მეტოქე საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი ტენის სენდგრინი იქნება.

სხვა სტატიები