Belive

ჯოკოვიჩი მონტე კარლოს მასტერსის მეოთხედფინალშია

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მონაკოში დაწყებული მონტე კარლოს მასტერსი ფინალურ სტადიაში გადადის. უკვე ცნობილი გახდა 1 მეოთხედფინალური წყვილი, დანარჩენი წყვილები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა რამდენიმე წუთის წინ, ტურნირის 1/8-ფინალში ტეილორ ფრიცი 2 სეტში - 6:3; 6:3 დაამარცხა. ბრძოლა 1 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა, სერბმა ჩოგბურთელმა კი ამერიკელს 6 ბრეიკი შეუსრულა. ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში დანილ მედვედევს დაუპირისპირდება. მე-14 ჩოგანმა რუსმა ბერძენი სტეფანო ციციპასი 3 სეტში - 6:2; 1:6; 6:4 დაამარცხა.

სხვა სტატიები