Belive

იგა სვიატეკმა ისტორია დაწერა - XXI საუკუნეში ყველაზე მეტი გამარჯვება მიჯრით

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

21 წლის პოლონელმა ქალმა ჩოგბურთელმა - იგა სვიატეკმა, ისტორიული შედეგი დააფიქსირა. კერძოდ კი, პოლონელი ჩოგბურთელი დღეს უიმბლდონის 2022 წლის გათამაშებაში ჩაერთო და პირველივე მატჩი ხორვატ ჩოგბუთელთან - ჟანა ფეტტთან 2 სეტში საკმაოდ მარტივად და დამაჯერებლად : 6:0; 6:3 გაიმარჯვა. ეს გამარჯვება მისთვის ზედიზედ 36-ე იყო, რითიც XXI საუკუნეში გახდა პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც ზედიზედ 36 მატჩში შეძლო გამარჯვება. აქამდე ზედიზედ 34 მატჩი სერენა უილიამსს ჰქონდა მოგებული, 35 მატჩი კი - ვენუს უილიამსს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 6 შეჯიბრი მოიგო: დოჰას მასტერსი, ინდიან უელსი, მაიამის მასტერსი, შტუტგარტის WTA 500, რომის მასტერსი და როლან გაროსი.

სხვა სტატიები