Belive

გვარდიოლა: ,,უდავოა, რომ ნადალი ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენია''

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა რაფაელ ნადალს ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენად მიიჩნევს.
,,ეს ყველაფერი შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ ფიზიკური პრობლემების პირობებში, რაზეც ნადალმა ისაუბრა. მისი წარმატების აღსაწერად მეტი ზედსართავი არ არსებობს. როლან გაროსზე მეცხრე თუ მეათე გამარჯვების შემდეგ, იფიქრებდი, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ ის არ გაჩერებულა. არის თუ არა ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო სპორსმენი? უდავოდ, კითხვაც კი არ უნდა. ინდივიდუალური სპორტის გუნდურ სპორტებთან შედარება რთულია. ესპანეთს ბევრი ძალიან კარგი სპორტსმენი ჰყავდა, მაგრამ ასეთი სტაბილური არავინ ყოფილა,'' - გვარდიოლას სიტყვებს Marca ციტირებს.
გუშინ საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში რაფაელ ნადალმა კასპერ რუუდი 3 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:3, 6:0 დაამარცხა და როლან გაროსის გამარჯვებული კარიერაში მეთოთხმეტედ გახდა. 36 წლის ჩოგბურთელმა 22-ე გრანდ სლემი მოიგო.

სხვა სტატიები