Belive

გრიგორ დიმიტროვმა ბრისბენის ტურნირი მოიგო

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

გრიგორ დიმიტროვმა ბრისბენის ტურნირის ფინალში ჰოლგერ რუნე დაამარცხა და კარიერაში მე-9 ATP-ის ტიტული მოიგო.

ბულგარელმა ჩოგბურთელმა ბოლოს ATP ტურნირი 2017 წელს მოიგო და ისიც ბრისბენში იყო. დიმიტროვმა რუნე 2 სეტში (7:6) (6:4) დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული და თანაბარი გამოდგა, პირველი სეტის ტაიბრეიკზე დიმიტროვმა საკუთარი გამოცდილება გამოიყენა, უშეცდომო იყო და სეტებში წინ გავიდა. მეორე სეტში კი მხოლოდ ერთი ბრეიკი გახდა საჭირო, რომ 32 წლის ბულგარელს ჩემპიონობა ეზეიმა.

როგორც წესი, ბრისბენის ტურნირს მოთამაშეებისთვის ის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ წლის პირველი ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოსამზადებელი საშუალებაა. დიმიტროვიცა და 20 წლის დანიელი ჰოლგერ რუნეც, დიდი სლემს კარგ ფორმაში ხვდებიან.

სხვა სტატიები