ჰამბურგში სტარტი აიღო ევროპის ღია პირველობამ, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ორჯერ გახდა, თავისი პირველი შეხვედრისთვის ემზადება. ბასილაშვილი ჰამბურგში მე-3 განთესილია და პირველ წრეში ის ისვენებდა. მეორე ეტაპზე კი ნიკოლოზის მეტოქე 20 წლის არგენტინელი, სებასტიან ბაეზი იქნება.
ახალგაზრდა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 164-ე ადგილზეა, 1/16 ფინალში სორენტინ მუტე (94) ორ სეტში დაამარცხა.
ბასილაშვილისა და ბაეზის დაპირისპირება ხვალ, 13 საათზეა ჩანიშნული.
ჰამბურგის ღია პირველობა ATP-ის 500-იანთა თანრიგიდანაა, მისი საპრიზო ფონდი 1 030 900 ევროა.