მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ქალთა ერთეულთა თანრიგში ეშლი ბარტი გახლავთ, რომელიც შენჟენში წლის შემაჯამებელ ტურნირზეც ანალოგიური რანგით იყო წარდგენილი.
ეშლი ბარტიმ ჯგუფურ ეტაპზე 3 ჩატარებული მატჩიდან 2 წარმატებით დაასრულა, რის ხარჯზეც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე კარი პლიშკოვა გახლდათ, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 4:6, 6:2, 6:3 გაიმარჯვა.
ფინალში ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბრწყინვალედ მოასპარეზე ელინა სვიტოლინას შეხვდა, რომელიც აღნიშნულ ეტაპამდე დაუმარცხებლად მივიდა, თუმცა შეხვედრაში გამოჩნდა, რომ უკრაინელ ჩოგბურთელს წარმატებული სვლის დასაგვირგვინებლად ძალა აღარ ეყო და პლანეტის პირველ ნომერთან 2-სეტში, ანგარიშით - 6:4, 6:3 დამარცხდა.
ამრიგად, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის ეშლი ბარტის ბრწყინვალე სეზონი ბრწყინვალედვე დაასრულდა.