Belive

ენდი მარიმ უიმბლდონზე გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი ბრიტანელი ენდი მარი კორტზე დაბრუნებას უიმბლდონის ერთეულთა თანრიგში გეგმავდა. მოგეხსენებათ, მარიმ საკმაოდ რთული ქირურგიული ჩარევა გადაიტანა, რის შემდეგაც უამრავი ხმა დადიოდა ვიხილავდით თუ არა მას უიმბლდონზე - კომენტარს აკეთებდნენ მარის დედაც და ჩოგბურთის კრიტიკოსებიც, მათი აზრით ენდი უიმბლდონზე დაბრუნებას მოახერხებდა, თუმცა როგორც ჩანს პროგნოზი ვერ გამართლდება. გავლენიანმა უცხოურმა მედიაგამოცემამ, "Eurosport"-მა გაავრცელა მარის სიტყვები, სადაც ბრიტანელი საკუთარი ქომაგისთვის არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. "ვფიქრობ მზად არ ვარ კორტზე საბრძოლველად, ვინაიდან ოპერაციის შემდეგ ძალიან ცოტა პერიოდი მქონდა სრული გამოსაჯანმრთელებისათვის. შესაძლოა წყვილებში ვითამაშო, თუმცა ერთეულთა თანრიგში სათამაშოდ არც კი ვემზადები, მე ხომ გადაადგილების სრულფასოვანი უნარი სულ ახლახანს აღვიდგინე", - განაცხადა 32 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთელმა. შეგახსენებთ, ენდი მარი 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობის საწყის ეტაპზე ბაუტისტა-აგუტთან მარცხის შემდეგ კორტზე აღარ გამოჩენილა, მის დაბრუნებას საზოგადოება უიმბლდონზე ელოდა, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ.

სხვა სტატიები